კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:27

 

 

 

შენს ზეცაზე ღამეს ვათევ,

შენს მიწაზე ცოდვილ ცრემლად ვეშვები, -

ამ უფლებას ნუ წამართმევ,

ცრემლი ვიყო მე შენი!


შენი, სხვაზე მეტად მმართებს,

ვალს ვიხდი და ჩანგზე ჰანგად გეშლები,

ამ უფლებას ნუ წამართმევ,

ხარკი ვიყო მე შენი!


გზა მათრახის წვერზე მათრევს,

შენთვის ვყეფ და შენს ცეცხლს ვეღარ ვეშვები, -

ამ უფლებას ნუ წამართმევ,

ძაღლი ვიყო მე შენი!


ცხრა მძევალში პატვის დამდებ,

მჯერა, რადგან სხვებში არ შეგეშლები, -

ამ უფლებას ნუ წამართმევ,

მსხვერპლი ვიყო მე შენი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ