ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი, როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან, უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის, დავდებ კალამს და დავმუნჯდები, ბეთჰოვენია... ის მოჰყავს ჩემთან უცნობ გოგოს უცხო ალერსით, მოჰყავს, რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს და იმ საღამოს, ბეთჰოვენი როცა არ მესმის, მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |