პატარა ღრუბელს, დარჩენილს მარტოდ, მისდევს სილაზე მსუბუქი ჩრდილი და მთელი არე სუფთა და ფართო სუნთქავს დამტკბარი მზითა და დილით.
ზეცა და სივრცე გულში მეღვრება! სითბო, მაღლიდან გადმორხეული მიწას და სხეულს ჩემსას ეკვრება.
სხივებს აჟღერებს ოქროს სიმებად. ვზივარ უძრავად, ვარ თავდახრილი, დიდ გზას გავყურებ და მეღიმება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |