მე მაშინ მოვალ, როცა არ მელი, როცა დაკარგავ ყველა იმედებს, რომ მოგბეზრდება ჩემი სახელი, დასავიწყებლად რომ გამიმეტებ!
აღარ გექნება ტრფობის საბაბი, როცა ჩვენს შორის, როგორც ბრმა ტყვია, გაივლის ჟამი, როგორც სახადი.
ასე ამაყი და მომღიმარი, აღარ გექნება ტახტი, დარბაზი, შუბლზე ნათელი გადამდინარი!!!
ამ სიგიჟეებს, ვნების ღვარცოფებს... რომ ყველაფერი რაც დღეს წინ არი, რა სისასტიკით წამოაჩოქე!!!
ჰო, რაც დღეს ასე უღვთოდ გამშვენებს. დაემსგავსება ცაზე გაჩენილ, ავდრის მრისხანე ღრუბლის ნაფლეთებს...
ვერც ოქრო–ვერცხლი, ვერც დიადემა, რომ დაჭკნებიან მხრები შიშველი, რომ გადაივლის ეს აღტაცება!!!
არ დაბრუნდება არცერთი წამით, რომ სიბერის ჟამს შენც სიმარტოვე, გელის ვით მგელი მთვარიან ღამით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ მეტრეველის პოეზია |