ხტიან რუები, შეჰფენია ყაყაჩო ფერდობს, მზე ჰყვირის ცაში... ოჰ, ქალბატონო გაზაფხულო, ვიყავი ერთ დროს მე თქვენი პაჟი!..
გამოვრბოდი უგონოდ მთვრალი - მწვავდით და მკლავდით! ჩემს ცხოვრებაში თქვენ იყავით პირველი ქალი, რომელიც მწამდით!
წითელ-მწვანე ატლასის დროშით ნაზამთრალ მთაზე - ოქროს უზანგი საკოცნელი პაწია ქოშით - მახსოვხართ ასე!
თგვენგნით გული აღარ ცოცხლდება, აღარ ძგერს ლხენით, მხოლოდღა ცრემლი სინანულის წამწამს მოსწყდება - თქვენით...
ქალბატონო, ღონიერ ხელებს სხვა სიღრმე გიწვდით... და თქვენც, თქვენც მარად ახალგაზრდა, მოჰყვებით სერებს, მოდიხართ სხვისთვის! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |