ხმელი ფოთლები უცებ დამფრთხალი წიწილებივით ქარში გარბიან, შენი ქვეყნიდან მოვარდა ქარი, მეც შემარყია და დამარბია.
სხვა ფერთა თრთოლვა და სხვა ვედრება. და ახლა სული ჩემსავე სხეულს შეელეწება და შეემტვრევა.
სხვა ფრთების რხევა და სხვა დუმილი და მეც შენდობას ვითხოვდი, როგორც ცოდვილი, ანდა ძე შეცთომილი.
ქარში აღმართულ კედლებს მახლიან, შენი ქვეყნიდან მოვარდა ქარი, მეც დამარბია და დამანგრია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |