ეხლა შენ ჩემთან აღარ დადიხარ! ამბობ "შორს ცხოვრობ, აღმართი მღალავს!" შენ რიოში ხარ, როგორც სადიხა, და ჩვენს სიყვარულს არ უხდი ღალას!
მე არ ვიცოდი, რა იყო დარდი! ლექსად ვფანტავდი ფერთა ნიაღვარს, როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი...
შენს შესახვედრად ფეხზე დგებოდა და სუბსარქისის მკაცრი ქარბუქი უნაზეს სიოდ გეჩვენებოდა.
ჩვენი ტუჩების შირაზის ვარდი; ჩემი აღმართი მიგაჩნდა ვაკედ, როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |