კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:25

 

 

 

გაიბუმბლა გაზაფხული ბარტყივით,

გულო ჩემო, ყვავილივით რად ყვირი?!

სად წასულხარ, ცრემლო, ფიქრის დინებით,

უკანასკნელ ფიფქს თუ ეპოტინები...


ფიფქი რაა, ალუჩების თოვლია,

თოვლია თუ თრობის მელანქოლია?!

თეთრად ბოლავს თეთრი საყდრის ქვითკირი,

სურო ტირის, სიზმრისეულ ხმით ტირის.


თვალმა თრთოლვით ლაჟვარდები დალია,

გახსნილია, სულო, შენი გალია!

სად მიმაფრენ, - დამიწყებენ ძიებას...

ეს რა მიყვეს წლებმა - მელოდიებმა?!


ეს რა მიყვეს მოკლეკაბა მერცხლებმა,

მიწა რაა, ფრთებქვეშ ზეცა მეცლება...

ვიძირები ვარსკვლავების ღიმილში,

ნუ მეძახით, ხელს ნუ მიშლით, მიმიშვით!


ჩემი გზა მაქვს, როგორ არ გეცოდებით,

გიღალატეთ,

"შორს მივდივარ, გშორდებით!"

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ