კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:43

 

 

 

ხშირია სიჩუმე ოთახის სტუმარი,

წვიმის დროს მოვა და დილამდის დარჩება,

ბუხართან კატაა ყოველთვის მდუმარი...

ცისფერი ოთახი წითლად იფარჩება.


მივდივარ ბუხართან. რა მინდა! რა ვიცი!

ელავენ, თბებიან ტიტველი ფეხები.

მე არ შემიძლია, მე მარტო დავიწვი

და ფეხის გულებით კატის ზურგს ვეხები.


და ისევ ზმორება, ვნება უწინდელი,

კატასთან თამაში და თრთოლვით ხუმრობა.

ძვირფასმა მაჩუქა პატარა ცინდალი;

მე მიყვარს ზამთარში სიჩუმის სტუმრობა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ