რად ავიხირე არხივი სულის და გულის მდაღველი ან რადა ვშრომობ ამდენსა, განა ცოტა მაქვს ნაღველი?
მაგრამ რომ არა მცალია? სოსო, რა კარგი დღე არის! სოსო, რამდენი ქალია!
ან ცხრა თავიან დევებსა, ერთ კარგ რითმაში არ გავცვლი მე ამდენ გამოკვლევებსა!
მთებზე - ზურმუხტი, ლალია... აფსუს, რა კარგი დღე არის! აფსუს, რამდენი ქალია!
მოდით, დამათვრეთ ბუნებით. ამივსეთ ტუჩის ყულაბა მაგ კოცნის უზალთუნებით.
ლოდინის შხამი დალია. ჰაუ, რა კარგი დღე არის! ჰაუ, რამდენი ქალია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |