კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 12:37

 

 

 

აღარ იძვრიან ხეები,

თითქო ელიან მაისს...

ო, ეს ის არის, რაც შენ გიგრძვნია

და ვეღარ გითქვამს ვერაფრით მაინც.


ზეცა უსაზღვროდ გადაიშალა,

უსაზღვროდ ლურჯი, მაღალი, შორი.

იგრძენი: სივრცე მზით გაიმსჭვალა,

მაინც არ არის მაისის სწორი.


შენ ამჩნევ: გაჰქრა უამინდობა,

ამჩნევ: დღეებმა ფერი იცვალეს,

მაგრამ არ არის ის, რაც გინდოდა,

მაისის უხვი, დიდი სიმწვანე.


მე ეს ვიგრძენი.

ჩემთვისაც თითქო

მეშვიდე ზეცის კარი გაიღო,

იყო ალერსი და იყო სითბო

და სიყვარული მაინც არ იყო...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ