ჩემი ოთახი ცისფერია, ნაზი ფერია, ცისფრად მორთული დაგიხვდები, გააღე კარი; ლოდინის წუთი დღეს ისეთი მშვენიერია - ვით პირველ კოცნის, პირველ კოცნის ჭაბუკი ქმარი.
მზის სიხარული ჩემს ფანჯარას რად ერიდება? შიშით გადავშლი, ერთმანეთს რომ წერილებს ვწერდით, და ჩემს არსებას ძველი ალი მოეკიდება.
მაგრამ მოსცილდა მას სიმწვანე გასახარელი! ჩვენმა ოცნებამ გაზაფხულზე იმხიარულა, ახლა კი მესმის: ის არ მოვა, მას ნუღარ ელი.
მენატრებოდა - და გულს აღარ ეიმედება. ჩემი ტუჩები ცივი არის, როგორც ის მთვარე ჩემს ფანჯარაში სიკვდილივით რომ იხედება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |