წავალ უშენოდ სადმე და გადავივლი ცხრა მთას, გულში დავმალავ სათქმელს მაგრამ თვალები გამთქვამს.
სადმე მოვნახავ ჩეროს, წყაროს წყალს დავლევ პეშვით და შენ გახსენებ, ჩემო!
ამოვიკეცავ კალთებს, დავიღლები და შენზე არ დავიტოვებ სათქმელს.
ირმებს ავურევ გზა-კვალს და ტყეს ვუამბობ ხშირად მე სიყვარულის ზღაპარს.
მთვარე მომისწრებს ძნებთან, და იმდენ რამეს ვეტყვი შენ დაგიწყებენ ძებნას. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |