კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:42

 

 

 

გამოღვიძება 

ვიოლინოდ დამდნარ თოვლისა,-

დრო პირველყოვლის შენი პოვნის,

შენთან მოსვლისა!


ჩვენი შეხვედრის,

შეერთების, შერწყმის, შებმისა, 

იქნებ ტკივილის, იქნებ ხილვის,

იქნებ შვებისა.


თქმისა, ართქმისა,

მაინც თქმისა, იქნებ ეგ არის...

მაინც ნატრულის, ნაფიქრალის,

ნაოცნებარის!


გამოღვიძება

ვიოლინოდ დამდნარ თოვლისა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ