გული მწყდება, გული მწყდება ყველაფერზე, რასაც უკვე მტვერი ფარავს დავიწყების... და ვიხსენებ, და ვიხსენებ მერამდენედ, წამებს, წუთებს, იმ პირველი გარინდების...
იმ პირველი სულისშეკვრის, და ნაპერწკლებს გადმოცვენილს თვალებიდან, როცა ასე ემთხვეოდა სურვილები, როცა თავბრუ გვეხვეოდა ალერსისგან...
ქაღალდების ნავებივით, ყველა ჩვენი ოცნებანი მიჰყვებიან, არაფერი მყვარებია ქალებივით, მაგრამ მაინც ის წუთები მირჩევია...
მოდგაფუნე ნაკადული, პირველ კოცნით, პირველ ღამით აღტაცება, სურნელება აფეთქებულ გაზაფხულის, გულისცემის ერთმანეთზე გადაცემა...
იყო რაღაც სიმბოლური, რბილი მიწა, ლორთქო, გრილი ბალახები, ტყის ჩურჩული, ჩუმი, მშვიდი, მინორული, და მაღლიდან მობრდღვიალე ვარსკვლავები... |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ მეტრეველის პოეზია |