ის მიდიოდა ქუჩაში ერთი, მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი; მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი. წვიმის წვეთები მარცვლების ხელა, სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს. ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს, როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი. მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ, ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |