კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:11

 

 

 

თუ ჩემი ლექსი

ქვეყანას აქცევს,

თუ გსურს დავდუმდე სულ,

ისეც და ასეც,

ისეც და ასეც,

სსუ?

კი ბატონო, სსუ!!!

ვიცი, უბრალო ჭორიც,

ფაჩუნიც

რომ შეგიშფოთებს სულს,-

ვთქვათ, მე გავჩუმდი,

ვთქვათ, შენ გაჩუმდი,

ვთქვათ, სულ გავჩუმდით, სულ...

სსუ?

კი ბატონო, სსუ!!!

მაგრამ ის ერთი,

კრძალვით თუ რიდით,

დღეს თუ თევზივით სდუმს,

არ ნიშნავს რომ ხვალ

არაფერს იტყვის...

სსუ?

კი ბატონო, სსუ!!!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ