კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 12:59

 

 

 

 რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ,

 რაც სანახავი არსებობს - ვნახე.

 და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

 მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე


 ვერ დავარბიე ჩემში ველური,

 კანდაშაშრული მზით და მარილით,

 ვერ მივაჭედე სულს სახელური,

 რომ გამოაღოს ყველამ კარივით.


 ყველა ზეიმზე დავიგვიანე,

 ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.

 არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,

 მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.


 მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,

 თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ

 და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

 მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ