- 1 - ენავ - მოსაჭრელო ძირში, ტუჩო - პასუხს თქვენგან ველი: რაა - სიყვარულის ღირსი, გულზე რომ დავიდოთ ხელი?!
ლექსი - ხანჯალივით მჭრელი! ქალი - რა თქმა უნდა, სხვისი! ცოლი - რა თქმა უნდა, ჩვენი!"
ენავ - მოსათხრელო ძირში, ტუჩო - მარგალიტებს ველი: რაა - სიყვარულის ღირსი, გულზე რომ დავიდოთ ხელი?!
ენა- ლაჟვარდებით მსვლელი! მიწა - ჩვენი საკუთარი! ხალხი - რა ვუყოთ, რომ ჭრელი!"
ენავ - მოსაჭრელო ძირში, კიდევ, კიდევ პასუხს ველი: რაა - სიყვარულის ღირსი, გულზე რომ დავიდოთ ხელი?!
სული - ანთებული, წრფელი! გული მართალი და გულზე მართლად დადებული ხელი!" |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |