ო, შეხამება სხვადასხვა ფერთა პოეზიისთვის არის მისწრება. ნეტავი ერთხელ ჩვენც შეგვაერთა საათის ყდაზე შეკრულ ისრებად.
ერთად ვიაროთ განუყრელ წყვილად. მე შენს საყურეს კოცნას ვპარავდე, შენ ჩემს ლოყაზე გეძინოს ტკბილად.
როგორც ყვავილზე სუნთქვა ნამისა, როგორც საათის ორი ისარი შუადღისას და შუაღამისას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |