ეს საღამოც თითქოს დაითენთა, ცის დასავალს ღვინო დაიღვარა. მე მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა აღარ გეტყვი, არა, არა, არა.
დაილია სხივთა სიკაშკაშე, მე მინდა, რომ ეს საღამო დავწვა, შენ მეხანძრის როლი ითამაშე.
გამიგონე, ღვინო დაიღვარა. მსურდა შენთვის მეთქვა ყველაფერი, აღარ გეტყვი, არა, არა, არა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |