კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:06

 

 

 

მზე ამოვიდა ჩუმად, 

ჩუმად ჩავიდა მზე,

ჩუმად, ჩუმად და ჩუმად

თოვლი აცვივა გზებს...


ფიქრი თევზივით ცურავს,

სიჩუმე ნაპირს ხრავს,

ქარი არის და სულაც,

სულაც არ იღებს ხმას.


ნაკადულები სდუმან...

და შორს, ძალიან შორს,

ჩუმად, ჩუმად და ჩუმად

ვიღაც გვირგვინებს ქსოვს.


დღე იკარგება წყნარად, -

დუმს, ყველაფერი დუმს

და გული ყვირის, მაგრამ

ვინ რას გაუგებს გულს?!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ