კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:56

 

 

 

ო, რა წყალია, 

რა მიწაა,

რა ჰაერია,-

მითხრა მოვალო,

არ მოვიდა,

გზა აერია.


ვაი იმდენად

დიდი იყო

ალბათ ცდუნება,

მარტო დარჩენილს

დაავიწყდა

შინ მობრუნება.


ან იქნებ უკვე

აღარ სჯერათ,

აღარც ელიან,-

ო, რა წყალია,

რა მიწაა,

რა ჰაერია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ