კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:41

 

 

 

სიყვარული - ღამე თეთრად.

სიყვარული - ტალღა მეცხრე.

სიყვარული - გულის ფეთქვა,

აყოლილი ცაში მერცხლებს.


ხან ღიმილი, ხანაც ცრემლი,

სულის კვამლად აბოლება.

სიყვარული - ღმერთის ხელით

დაკრეფილი საპოვნელა.


სიყვარული - თავისთავად

თილისმა და უცხო ჯადო.

თუ გსურს იგრძნო მისი ძალა

თვითონ უნდა გამოსცადო.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ