ცხოვრების გზაზე რად შემხვდი გვიან, გულზე სახმილი რად შემომიგზენ… რა მშვენიერი სახელი გქვია, რა სევდიანი თვალებით მიმზერ.
წარმოგაჩენდნენ თვალებით შველის, რას არ იტყოდნენ, რომ ცისარტყელად გამოეშუქათ წარბებიც შენი.
ო,მე კი ვერც ვხედავ კარგად რა ხორციელი მშვენება გხატავს… რაც ჩემი იყო, რაც დამეკარგა, რაც სულში ოდით ყუჩობდა ნატვრად,
არამქვეყნიურ ნისლში და ხმაში და ცა, ბრჭყვიალა, თავზე რომ მედგა პირველქმნილ შუქით განიხვნა მაშინ.
მოწყალემ ყოვლად, ყოვლად მრისხანე მუზამ თუ ღმერთმა… სევდამ, ღიმილმა, ვით ტოლი ტოლმა, იცნო… და ვიგრძენ, ვიქნებით ერთად.
თვალებით მიმზერ, რა მშვენიერი სახელი გქვია… გულზე თაკარა რად შემომიგზენ, საწუთროს გზაზე რად შემხვდი გვიან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |