კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:01

 

 

 

თავმორღვეული და უთარიღო

კედლები გვიცქერს შამბნარქვეშიდან,

ახლა ჩემს გვერდით შენ რომ არ იყო

ალბათ სიკვდილზე ფიქრი შემშლიდა!


დგახარ ნანგრევზე შუქით მოსილი 

და მართლა ჰგავხარ სიტურფის ღმერთქალს,

ქვებში ყვავილი ხარ ამოსული

და შენს გარშემო სიცოცხლე ფეთქავს!


ირგვლივ ხავსი და მხოლოდ სუროა,

შენ კი მზით სუნთქავ ბნელ აკლდამაზე -

და მჯერა მართლა უსასრულოა

ქვეყნად სიცოცხლე და სილამაზე!


ამღერებული მოგყვები მაღლა

და ვსვამ სიცოცხლეს შენი პეშვიდან,

შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით ახლა

ალბათ სიკვდილზე ფიქრი შემშლიდა!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ