რარიგ შორსაა ის დრო აქედან - გახსოვს, რაც იყო, გახსოვს, რა იყო? - შაქარი შენი, შენთა ბაგეთა, ჩემს ბაგეებზე გადმომდნარიყო.
არ შეგრჩენია სიტკბო პაწიაც. როგორ შევმცდარვარ - მაგ ბაგეთაგან თაფლი მთლიანად მომიტაცნია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |