ისე გავიდა ეს გაზაფხული... მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი, მე - სიყვარულით ვარ დაზაფრული, კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი. ისე გავიდა ეს გაზაფხული, მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.
რად ამითრთოლე მგზნებარე გული, რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.
დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული, დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს და დავბრუნდები აცრემლებული.
ვიცი - გარბიხარ და მემალები, შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები და ამღვრეული ჩემი თვალები.
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ, შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.
გაიცქრიალებ და შებრუნდები, მე ვნებიანი და ნამთვრალევი გეტყვი: - აროდეს არ შემძულდები!
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური, მე შენთვის მინდა ეს საოცრება, ეს სიჭაბუკე და სიყვარული.
- ნეტავი, მიწა მეყაროს გულზე!
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი) ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით და სიყვარულით განუკურნელი.
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული, მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ ეს სიჭაბუკე და სიყვარული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |