სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება, ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს, - მე ვხმები, შენ ხმები, ის ხმება და მაინც ყვავილობს სამყარო.
ვიწვით და ღუღუნებს კერია, - მე ვმღერი, შენ მღერი, ის მღერის... თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.
სული და ვიშუშებთ იარებს, - მქუხარე მსოფლიო მშვიდდება. და მაინც მსოფლიო ღრიალებს
ირღვევა... დუღაბი მწირია... მე ვტირი, შენ ტირი, ის ტირის... თურმე ტრომბონები ტირიან.
ლავა და... მაესტრო ისჯება... ფესვებით, ტოტებით, ყლორტებით მე ვრჩები, შენ რჩები, ის რჩება...
ცა იცდის... დიდია ცის ძალა, - ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც, მე წავალ, შენ წახვალ, ის წავა!
თუმც წასვლა ძალიან ძნელია, - მე მელის, შენ გელის, მას ელის დიდი გზა... ღმერთები გველიან! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |