ერთი... ორი... სამი... იცი? დღეს ობაა, ჰო ღმერთმანი და მსურს გიძღვნა სამახსოვროდ, უცნაური ხელთათმანი.
ის არა ჰგავს ჩვეულებრივს, ის არა ჰგავს და აი რად:
რომ ერთ მთაზე ნისლი ძევსო ჩემსავითო ნაზ-ფუნჩულა
და ვნახე, რომ მართლაც ის მთა ნისლის კალთებს დაებურათ.
და მთის თხემით თვით ტერფამდე ჩამოვქსოვე ცელქი კიბე.
მზის მაკრატლით გამოვჭერი ხელთათმანის ყაიდაზე.
წყაროს ნემსი დავესესხე მზის ვარაყით დანაფერი,
და შევკრიბე, როგორც იყო, ხელთათმანი მოსაძღვენი...
სად არ ვიყავ, სად არ ვიყავ ... მთლად სამყარო გადავლახე,
და რომ ღილი ყოფილიყო შესაფერად დანაკერი-
და დავიწყე ისევ ცრემლვა და დავიწყე სიცახცახე.
მაგრამ უცებ თვალებიდან ჩამომემტვრა ცრემლი წყვილად.
და შეება ცრემლი ღილად.... და მონახა ცრემლმა ბინა.
|
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |