მზე მაღალ ხეებს გადაესხა და დაასველა. მთის მწვერვალები ჩაესვენნენ ცაში თავებით. ვარ ბედნიერი: - ჩემს გულშიაც ჩასვენდა ყველა. შორს მეზღვაურნი მიცურავენ ცისფერ ნავებით.
ზეცის კიდური, გარინდული, კრთის და თეთრდება. მე ვგრძნობ სიმშვიდეს, მყუდროებას მივარდნილ ქვაშიც... უსაყვარლესო, ჩემი გულიც შენ გიერთდება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |