ჩამოვიბერტყე წლები ქეჩოდან, ისევ მონა ვარ ძველი კოცნისა, გიხილე და ვთქვი: "ო, რას მერჩოდა?" და ხელმეორედ გავხდი ოცისა.
თავთუხის ძნა ხარ გაულეწელი, გნახე და მყისვე ჩემს წლოვანებას ჩამოეწერა ორმოცი წელი.
ახალი ეშხი რად მაგრძნობინა? რად დამიშაქრდა ფიქრი მტანჯველი და ყვავილებით ამევსო ბინა?
მათი ეკალიც ჰყვავის ვარდებად. მაშ, ნუღარ ამბობთ: "სოსო დაბერდი"! და აღარავინ შემიყვარდება!..
აკაკის ლექსი წინ მიდგას მცველად: "თითქოს ჭაბუკი ვიყო მე ეხლა და ვყოფილიყავ მოხუცი ძველად!" |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |