ამაღამ მგონი იქნება ქარი, ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი, დაღონებული წავიდა ქმარი და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება, ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში, ჩემი ცოდვილი პატიოსნება.
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის, მეტყვის ბრძანებით: მომეცი წყალი, ჩემი ფერადი სპარსული დოქის!
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში), ღვინით გასვრილი მისი საყელო, გადავარდება მყუდრო კუთხეში.
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე. რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია, დაეძინება მას ჩემზე ადრე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |