კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 22:48

 

 

 

ცისკრის ყვავილი კბილით მიჭირავს,

მზე ამტკივდა თუ მხოლოდ გულია!-

ო, სიძულვილის არა ვიცი რა,

რაც ვიცი, ალბათ სიყვარულია.


ამ მიწის გარდა მიწა არ მინდა,

არ მოვიწყურებ სულაც სხვა წყაროს,

არ ვიცი, რაა თავის გაყიდვა,

მე თავგანწირვა უნდა გასწავლო.


ფრთებივით გაშლილ ფიქრის შტოებით

გზადაგზა მშვიდად გიშლი მზის ჩეროს,

მოზვრებთან თამაშს ნუ ელოდები,

ხარებთან ბრძოლა უნდა გიჩვენო!


მჯერა გავუძლებთ წლებს, ვით წამებას,

რაა, მოგვიხდეს უღლად წანწალი,

ჩემგან ღალატი არ ისწავლება,

ერთგულებას კი მუდამ გასწავლი!


ნეკნს თუ მიჟანგავს ეჭვი ისრებით,

ჭრილობას მირჩენს რწმენის ღიღილო,

ჩემს ჯვარზე გაკვრას თუ ეღირსები,

მკვდრეთით აღმდგარიც უნდა მიხილო!


და თუ ოდესმე დავუშვებ ფარდას,

თუ ფრთებს სიმშვიდის ძელზე შემოვდებ,-

ნუ დაიჯერებ ჩემს სიკვდილს, რადგან

შენ უკვდავების უნდა გჯეროდეს! 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ