ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |