საკმარისია, დაიწყოს თოვა, ო, ყველაფერი ისე იწყება, როგორც პირველი შეგრძნებით თრობა, როგორც პირველი გამოფხიზლება.
როგორც პირველი აზრის ძიება, როგორც პირველი შეცოდება და როგორც პირველი მონანიება.
ისევ იწყება თრთოლა სულისა, როგორც პირველი სიყვარული და პირველი ხილვა სასწაულისა!
ფიქრის ფარფატი... სად არის ბოლო... საკმარისია, ისევ გამოჩნდე, საკმარისია, გამოჩნდე მხოლოდ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |