გარეთ ყინვა სუფევდა, გულში - დავიდარაბა. შემიყვანე ოთახში, ჩამიკეტე დარაბა, მოიმარჯვე ალერსის მოჭედილი სიათა და ამბორი ტუჩებზე დამაყარე ტყვიადა, - თან ამბობდი: "კარგი ხარ, კარგი გასახარელი, როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა... საყვარელი!"
მსურს პირდაპირ მოვიქცე, ვით დავითის შურდული, გამომყევი, გავიქცეთ, მიატოვე ქმარი და შევქმნათ სულ სხვა მყოფადი საოცნებო მხარიდან. შენ ამბობდი: "კარგი ხარ" - თუმც ამ პასუხს არ ელი, - როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა საყვარელი!"
დავდიოდი ქუჩებში და როდესაც გათენდა - ცელქი, შეუშინარი შენს ბინაზე მოველი: "ჩემი ქმარი შინ არი, მან გაიგო ყოველი!" მითხარი და საჩქაროდ მომაჯახე დარაბა... გარეთ ყინვა სუფევდა, გულში დავიდარაბა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |