ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა, ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა. შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა, ალუჩა-ტყემლის შემოსვლა და გაზაფხული მახარა… უცხო კაცად რომ შემიცნო, შერცხვა და თავი დახარა; შერცხვა და თავი დახარა, სიწითლემ გადაუარა, ალბათ, იმაზე დაფიქრდა, მოვეწონეო თუ არა?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |