კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:39

 

 

 

 ვიცი, მე ვიცი, 

 რომ ტვირთად გაწევს 

 მოუსვენრობა გარდასულ დღეთა; 

 ღვინით, უძილო ღამეებით გულგატეხილი 

 მოვედი შენთან 

 და შიშნაკრავი პატარა გული 

 მაინც ქალური სითბოთი შემხვდა.


 ვიცი, მე ვიცი, 

 იმ უძილო ღამეებს გაჰყვა 

 სიჭაბუკე და სიწმინდე სულის 

 და ვდგავარ შენი ცხოვრების გზაზე 

 ისე, ვით მგზავრი გვიან მოსული.


 ვიცი, მე ვიცი, ბევრჯერ ვინანებ, 

 რომ შენთან მოსვლა დავიგვიანე; 

 უაზროდ დავწვი სიცოცხლის დღენი, 

 აქვე იყავი - სადღაც სულ ახლოს 

 და თავის დროზე 

 სიახლოვეც კი ვერ ვიგრძენ შენი.


 ვიცი, მე ვიცი, 

 რომ ჩვენ შორის ცივად ჩამდგარან 

 წლები დამწვარი ღვინით და ვნებით 

 და მე სულმოკლემ, ლამის არის ვწყევლო ყოველი, 

 ის, რაც მიყვარდა თავდავიწყებით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ