მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა ჩემი სახელი, ქარო? შენ ჯერ ბავშვი ხარ და მეშინია. არ შემიყვარო, ქარო.
ამ დამსხვრეული ფრთებით, ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით, ღელვით, წუხილით, გზნებით...
ძლიერ ბევრია, ვინც ჩემზე უკეთ გალობს,- რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია, ო, აქ რა გინდა ქარო?!
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც... ცხოვრება მათთვის საპნის ბუშტია, შენ თუ დაჰბერავ, ქარო.
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,- სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები, არ შემიყვარო, ქარო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |