შენ რომ არ მყავდე, მე ვერ ავიტან, ვერც ვეღარავის შევეგუები, ჩემი გამგები შენ ხარ თავიდან და ერთადერთიც შენ მეგულები.
შენი ჟღურტული რომ არ მესმოდეს, ნეტა ბუნებამ ერთად წაიღოს ჩვენი სიცოცხლე კარგი ესოდენ.
რომ არ ვარ ცუდი გულის პატრონი, შენ ერთადერთმა იცი ამჯერად თუ როგორ მიყვარს ძმა-თანატოლი.
რომ ვარ ბავშვური და უწყინარი - შენ ერთადერთმა იცი ამჯერად ჩემი ავკარგის ყველა წვრილმანი.
ასეთი კარგი რომ გამიმეტოს, ნუ გაიფუჭებ, ბავშვო, გუნებას, ო, ჩემო ბავშვო, ჩემო იმედო.
წავალთ სიცოცხლის ახალ ნერგებად... მაშინ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები და შენი დარდიც აღარ მექნება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |