გზააბნეული წივწივებს ჩიტი, თითქოს ერთ კლავიშს აწვალებს თითი, თითქოს ჩიტისთვის უძვირფასესი ვიღაც თუ რაღაც მთავრდება, მიდის...
როგორც ფეხმძიმე ქალის მუცელი, სიცოცხლესავით სუფთა და სადა, დაუპყრობელი და დაუცველი.
თუმცა უძრავნი და თვინიერნი, კვლავ პასუხობენ დუმილს-დუმილით, სიცარიელეს-სიცარიელით.
ნელ-ნელა ქრება მზის ათინათი. და ყველაფერი ივსება უცებ, ბინდით კი არა, მწვანე სინათლით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |