კეკლუცთა ჯარი თეთრ გედებზე მიცურავს ნელა, შავ ნირვანაში დაალურობს დღე ფერწასული, - ის ჭკნება, როგორც მშვენიერი ჭლექის ასული, ტიტველ მხედართა მკრთალ ეთერში გაისმის ხველა.
მისცურვენ ბაღთა და იდუმალ სოფელთა შორის.... კოშკების ჩრდილში ის სიმღერა გაიმეორეს, გვიანი ხველა ლანდებისთვის გასაგონია.
(თეთრ გედებს ფარავს ბნელი ღამე გვირგვინოსანი). ღამის ვაჟები იქ ელიან ქალს რაგინდრაფერს,
და მცურავ გედებს - ბნელ ვაჟებთან შესახვედრები, ვნებიან ხველით აჩქარებენ ნაზი მხედრები... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |