კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 12:06

 

 

 

კვალად მოცოცხლდა სული მგზნებარე,

ოდეს დაღვარა ცრემლი მდუღარე.

ცრემლი საზრდოა სიყვარულისა,

ცრემლი შვებაა მაშვრალთ სულისა...


ილხენდე, სულო! რა არის სევდა

გაზაფხულისა დღესასწაულზე?

მოკვდა ის გველი, გესლს რომ ანთხევდა

ჩემს ყვავილებზე, ჩვენს სიყვარულზე...


ზამთრის სიცივემ გიჟური ვნება

ვერ გაანელა, ვერ გააცივა…

კიბოდან აღსდგა ბედნიერება,

ცას სიყვარულის ცრემლები სცვივა.


მეჯლისობს დილა, ხარობს მიდამო!

ჩვენც შევუერთდეთ, წამომყევ, წამო!

დაუგდე ყური მგოსნის ოქროს ქნარს,

დაუგდე ყური ვნებიან ზღაპარს.


ზამთრის ღამეში სიზმრად გხედავდი.

შენს ახლოს ყოფნას… ტირილს ვბედავდი…

არ შევუშინდი ფინთ ზამთრის ღამეს,

ნუთუ მომაკლებ ახლა სიამეს?


ნუ შემიყვარებ, იყავი მტერი,

შენი ხედვითაც ვარ ბედნიერი!

არ ვიცი განა, რომ მიწის ვნება

შენს უმანკო სულს არ მიუდგება!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ