რომ მცოდნოდა, რომ მცოდნოდა, ჩემთან ყოფნას თუ ნატრობდი... ეს სურვილი მეცა მქონდა, დამიჯერე, მეც მახსოვდი...
ნუ ენდობი შენ ჩემს თვალებს... მეეჭვება სხვაგან ჰპოვო, ვინც მთელ დღეს არ ჩაგამწარებს...
ვით მოქუფრულ ცამ ღრუბელი... თუ გიპოვი, შემიფარე, და დამადგი, თუნდ, უღელი...
მართლაც, რა მაქვს სამრისხანო? ფიქრებს გავყრი უმეცარებს, რომ ნატვრები გაგიცვალო...
ეს სიტყვებიც ნათქვამი მაქვს... რა ტყუილად მეომები, მინდა ომი? რად არ მკითხავ?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |