რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა, რაც არ გამქრალა, ქრება, ქრება, რომ მერე თავიდან კვლავ მოგვევლინოს ვნებად.
რჩება უბრალოდ, რჩება, რჩება ის, რაც არ დამწვარა, რაც არ გაშლილა ფრთებად.
მოდის, მოჰყვება ნამქერს, მოდის ის, რაც არ მოსულა, რომ მოვიდეს და გაჰქრეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |