კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 13:47

 

 

 

 ჭავლის ბადეში მზე ფართხალებდა,

 ჭავლი ღვიოდა, როგორც ღადარი...

 ქალი ფარულად მითვალთვალებდა

 და მის თვალებში იდგა ავდარი.


 წარბებშეკრული, ტუჩამრეზილი,

 ქალი დაეთრო მდინარის ალერსს,- 

 იწვა სილაზე სველი თევზივით

 და მზეზე ვნებით ნაბავდა თვალებს.


 მისი თვალების ლურჯ სიმუქეში

 არ ჩამქრალიყო ჯერაც ანცობა:

 ორი რიყის ქვა ეწყო უბეში,

 რომ ჩაექოლა ჩემი კაცობა!


 მზეს აეფიცხა ქალის სხეული,

 ქალი იყო თუ ალის ხვეული, - 

 ელვის სისწრაფით მომედო ტანზე,

 წყალში ვიდექი, მწყუროდა წყალი...

 და იყო ასე: მზე  -  მაღლა ცაზე

 და მის ქვეშ, დაბლა  -  შიშველი ქალი!..


 და თუმცა გრძნობდა, ძალ-ღონეს ჰკარგავს,

 ქალს მაინც მზესთან ჰქონდა ცილობა,

 და გლეჯდა მკერდზე მოდებულ ლაგამს

 ჯიუტი ტანის ატეხილობა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ