კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:44

 

 

 

 წადი, ვიცი, შენც მოგბეზრდა 

 უმიზეზო ჩემი სევდა, 

 წადი, წაჰყევ, ვისაც ენდო, 

 წადი, მაგრამ 

 უკან აღარ მოიხედო. 

 წადი, მაგრამ თუ სინაზე 

 სხვაგან ჩემი ვერა ნახო, 

 არასოდეს დამიძახო. 

 წადი, წადი, ვიცი უკვე 

 სხვაგან ეძებ შენ სანუკველს, 

 წადი, მაგრამ ესა გწამდეს, 

 წადი, მაგრამ ეს იცოდე, 

 თუ არავინ არა მგავდეს, 

 თუ არავინ არ იწვოდეს 

 ჩემი ცეცხლით, 

 ჩემი ალით, 

 თუ არავინ არა გწვავდეს 

 შთაგონების სიმხურვალით, 

 არასოდეს მომიგონო, 

 არასოდეს, არასოდეს, 

 თუ გინდ გულში ქარი ქროდეს 

 უმძიმესი მოგონების, 

 თუ გინდ ცეცხლი გწვავდეს ვნების 

 არასოდეს მომიგონო, არასოდეს, 

 გესმის, გესმის?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ