როცა ნამიან ველზე გავივლი ნამი ბალღივით მართობს, მახარებს... ქარო მოიტა ატმის ყვავილი, ქარო, ფოთლებიც შემომაყარე...
თმააწეწილი მოლი ხარხარებს... ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
გული ხარხარებს, გული ხარხარებს... და შენ, ქუჩაში რომ გაიარო, ფოთლები წაღმა შემომაყარე... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |