ყვავილთ სული მოგიპარავს, ზღვისგან - გულის მღელვარება, ნიავისგან - სიხალისე, ციდან - თვალთა ელვარება, თოვლისათვის - ეგ სითეთრე, ყვავილისგან - მორცხვი ვნება, არწივისგან - სიამაყე ალვის ხისგან კი მშვენება. და ვინც ისე მიეცემა ცივ სამარეს დადუმებულს, რომ ვერასდროს ვერ გამოთქვამს ფიქრებს გულში დაგუბებულს, ვინც ვერასდროს ცხოვრებაში შენს ალერსს ვერ ეღირსება, ვერ გაიგებს - რაა ყოფნა, ვერ გაიგებს - რაა შვება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |